Image source: MKE Ankaragücü
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, საბა ლობჟანიძემ თურქეთის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
თურქეთის სუპერლიგის მე-20 ტურში “ანკარაგიუჯუ” საკუთარ მოედანზე “კასიმფაშას” შეხვდა და მატჩი ფრედ 1-1 დაასრულა.
მასპინძელთა სასტარტო თერთმეტეულში დაიწყო გუნდის ახალწვეულმა, საბა ლობჟანიძემ, რომელიც 78-ე წუთზე შეცვალეს. SofaScore-მა ქართველ ლეგიონერს 6.6 სარეიტინგო ქულა დაუწერა.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქური გუნდი თურქეთის ჩემპიონატის გასავარდნ ზონაშია – 20 ჩატარებულ მატჩში მხოლოდ 2 მოგება და 8 ფრე აქვს. საბას გუნდი 14 ქულით ბოლოსწინა – მე-17 ადგილს იკავებს.
მომდევნო შეხვედრას ლობჟანიძის გუნდი 7 თებერვალს, სტუმრად “იენი მალათიასპორის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
წყარო – MKE Ankaragücü
ვიდეობი
ფოტოები