კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საბა ლობჟანიძის მე-6 მატჩი სუპერლიგაში და SofaScore-ის შეფასება (ფოტო)

საბა ლობჟანიძის თამაშის შეფასება

Image source: Getty Images

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, საბა ლობჟანიძემ თურქულ “ანკარაგუჯუში” მორიგი მატჩი ჩაატარა. თურქეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში ქართველმა ლეგიონერმა “კარაგუმრუკის” წინააღმდეგ ფრედ დასრულებულ (2:2) საშინაო მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და 90′ წუთი ითამაშა.

შეხვედრაში ლობჟანიზე 32-ჯერ შეეხო ბურთს, 14 გადაცემა გააკეთა, 2-ჯერ წარმატებული დრიბლინგი შეასრულა, ხოლო გადაცემათა სიზუსტემ 82% შეადგინა.

სტატისტიკურმა ვებ-გვერდმა SofaScore ქართველი ფეხბურთელის თამაში 6.8 ქულით შეაფასა.

SofaScore-მა ქართველი თამაში შეაფასა

საბა ლობჟანიძის თამაში კარაგუმრუკის წინააღმდეგ

საბას „ანკარაგიუჯუ“ ამჟამად 8 ტურში მოპოვებული 2 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოს ადგილზეა.

წყარო – sofascore.com

 

 

 

 

„გაგრას“ მთავარი მწვრთნელი: “რა თქმა უნდა სხვა თამაში გვქონდა დაგეგმილი”