Image source: fanatik
თურქეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში საბა ლობჟანიძის „ანკარაგიუჯუ“ სტუმრად „ალანიასპორთან“ 3:4 წააგო, მაგრამ ქართველმა ნახევარმცველმა საოცრად ითამაშა.
საბამ სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ლობჟანიძემ მე-3 და 28-ე წუთზე იოზეფ პეინტსილს გაატანინა, ხოლო 65-ე წუთზე ალიუ ბაჯის. აღსანიშნავია, რომ მას ამ მომენტში თვითონაც შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარემ მაგარი ბურთი აუღო.
„ანკარაგიუჯუ“ 2:0-ს იგებდა, შემდეგ 2:3-ს აგებდა, მერე 3:3 იყო ანგარიში და ბოლოს მაინც დამარცხდა (3:4). საბას ამ სეზონში 5 საგოლე გადაცემასთან ერთად 2 გოლიც აქვს გატანილი.
„ანკარაგიუჯუ“ აუტსაიდერთა შორისაა, 18 ქულით მხოლოდ მე-19 პოზიციაზე იმყოფება.
წყარო – MKE Ankaragucu
ვიდეობი
ფოტოები