კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საბა ლობჟანიძემ შესაძლოა კარიერა თურქულ გუნდში გააგრძელოს

Image source: randers fc

 

„რანდერსის“ ქართველმა ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ შესაძლოა კარიერა თურქეთში გააგრძელოს. როგორც ცნობილი გახდა, ლობჟანიძეს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი „რიზესპორი“ იწვევს.

თურქები დანიაშიც იმყოფებოდნენ, სადაც „რანდერსის“ თამაშს დაესწრნენ და ლობჟანიძის თამაში უშუალოდ ნახეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველით აქამდე „ბრონდბიუც“ იყო დაინტერესებული, ხოლო „რიზესპორი“ თურქეთის ჩემპიონატში ამჟამად მე-13 ადგილზეა. საბას კი მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრაში 9 გოლთან ერთად 3 საგოლე პასიც აქვს შესრულებული.

 

წყარო – ajansspor.com

 

საქართველო XV-ის გაფართოებული შემადგენლობა არგენტინული ტურნესთვის