კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საბა ლობჟანიძემ “ფენერბახჩეს” გოლი გაუტანა! (ვიდეო)

Image source: Saba Lobjanidze Faebook

 

თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურში საბა ლობჟანიძის „ანკარაგიუჩუმ“ „ფენერბახჩეს“ უმასპინძლა და ჩვენებურმა ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა.

მე-13 წუთზე ლობჟანიძემ ახლო მანძილიდან დალაშქრა სტამბოლელთა კარი და ანგარიში გახსნა. საბამ 73-ე წუთამდე ითამაშა და შემდეგ შეცვალეს.

საბოლოოდ, „ანკარაგიუჩუმ“ 2:1 მოიგო, 20 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის გასავარდნ ზონას თავი დააღწია. ლობჟანიძეს კი, თურქულ გუნდში 3 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

საბა ლობჟანიძის გოლი “ფენერბახჩეს” წინააღმდეგ იხილეთ აქ.

 

ლევან შენგელიამ თურქეთში ბრწყინვალე საგოლე პასი შეასრულა (ვიდეო)