Image source: MKE Ankaragücü
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, საბა ლობჟანიძე დანიური “რანდერსიდან” თურქულ “ანკარაგიუჯუში” გადავიდა და კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
25 წლის ქართველმა ლეგიონერმა ახალ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა.
“ანკარაგიუჯუ” თურქეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩს დღეს, 2 თებერვალს, “ქასმფაშას” წინააღმდეგ გამართავს. სწორედ ამ მატჩში შესაძლოა საბამ თავისი დებიუტი აღნიშნოს. მატჩი თბილისის დროით 14:30 საათზე გაიმართება.
წყარო – MKE Ankaragücü
ვიდეობი
ფოტოები