კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საბა ლობჟანიძე: “რთულია, მაგრამ ბიჭები ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ”

საბა ლობჟანიძე

Image source: gff.ge

 

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ სომხეთის ნაკრებთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გამარჯვებისთვის ითამაშებენ.

„რთულია ასეთი თამაშის შემდეგ დავიწყება, მაგრამ ბიჭები ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. რეაბილიტაციისთვის საუკეთესო არჩევანი მოქმედებაა და ხვალ ვიმოქმედებთ. სომხეთთან მოგება ევროპის ჩემპიონატზე არ გაგვიყვანს, მაგრამ მნიშვნელოვანი შეხვედრაა და ვეცდებით მოვიგოთ. მე არ მინახავს სომეხი ფანების კომენტარები, რომ ჩვენი წაგება გაუხარდათ, მაგრამ მოტივიაცია ისედაც არ გვაკლია, რომ მოვიგოთ“ – თქვა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩი 15 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

 

ვაისი: “ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე მქონდა”