კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საბა ლობჟანიძე: “”რანდერსი” ყოველთვის იქნება ჩემს გულში”

Image source: sabalobjanidze23 ინსტაგრამის გვერდი

 

25 წლის ქართველი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში, „ანკარაგიუჯიუში“ გააგრძელებს. ამასთან დაკავშირებით საბამ სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა და “რანდერსის” გულშემატკივარს დაემშვიდობა.

“ყველაფერი 2.5 წლის წინ დაიწყო, ეს არის ის კლუბი, რომელიც ჩემს საფეხბურთო კარიერაზე და ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ადვილი არის ამ კლუბის დატოვება, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაში გიწევს რთული გადაწყვეტილების მიღება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემს გვერდით იყო და ამ ხნის განმავლობაში მენდობოდ. მადლობა ყველა ფეხბურთელს, მთელ ადმინისტრაციას და გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და კეთილი ურთიერთოვისთვის. “რანდერსი” ყოველთვის იქნება ჩემს გულში და ყოველთვის ვიქნები “რანდერსის” გულშემატკივარი. ნახვამდის”, – დაწერა საბამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

 

წყარო – sabalobjanidze23

 

გიორგი ჭანტურიას წარდგენა დღეს ბენდელას სტადიონზე მოხდება