კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საბა ლობჟანიძე: “მარტისთვის უნდა მოვემზადოთ და დავიწყოთ ახალი ეტაპი, ახალი იმედით”

საბა ლობჟანიძის მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2020/21 წლის სეზონის უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ესტონეთს დაუპირისპირდა და “დინამო არენაზე” გამართული მატჩი გატანილი გოლების გარეშე ფრედ – 0:0 დასრულდა.

განვილილი შეხვედრების შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ ისაუბრა:

“სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, გვინდოდა ძალიან მოგება, მაგრამ არ წავიდა ისე თამაში, როგორც ჩვენ გვინდოდა. ნაწყენი ვარ, რომ ვერ ვითამაშე ისე, როგორც მინდოდა, ემოციები, რომელიც წინა თამაშებიდან გვქონდა, ალბათ ვერ გადავლახეთ. მარტისთვის უნდა მოვემზადოთ და დავიწყოთ ახალი ეტაპი, ახალი იმედით.”

აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები საფეხბურთო სეზონს 2021 წლის მარტში მსოფლიოს 2022 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებით განაახლებს. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა 7 დეკემბერს გაიმართება.

 

 

 

 

წყარო-gff.ge

 

 

 

 

 

გურამ კაშია: “საბოლოო ჯამში, ძალიან რთული შეკრება გამოგვივიდა”