კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საბა კვირკველია ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, მაგრამ შეცვალეს

კვირკველიამ 69 წუთი ითამაშა

Image source: Fclm.ru

 

საბა კვირკველია მოსკოვის „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა. ქართველმა „კრილია სოვეტოვთან“ 69 წუთი ითამაშა და შეცვალეს.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა შეცვლის მიზეზი და რამდენად კმაყოფილი დარჩა მთავარი მწვრთნელი მარკო ნიკოლიჩი მისი თამაშით.

შეხვედრას რაც შეეხება, დაძაბული გამოდგა და გუნდებმა გოლები გაცვალეს. „ლოკომ“ გამათანაბრებელი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე გაიტანა.

 

წყარო – fclm.ru

 

ანდრეა პირლო “იუვენტუსში” ახალ ამპლუაში ბრუნდება