კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რუსული საიტი: “რუსულმა გუნდებმა მამარდაშვილს ყურადღება უნდა მიაქციონ”

მამარდაშვილზე რუსები წერენ

Image source: Lokomotiv Tbilisi

 

რუსულმა გამოცემა Sovsport-მა რამდენიმე ახალგაზრდა ტალანტი გამოარჩია. კერძოდ უეფას მიერ 50 ტალანტში შეყვანილი ფეხბურთელისგან ის 6 გამოჰყო, რომლებიც პოსტსაბჭოთა კავშირს წარმოადგენენ.

სიაში თბილისის „ლოკომოტივის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი და წერენ, რომ მას რუსულმა გუნდებმა ყურადღება უნდა მიაქციონ.

„საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი მეკარე. რუსი გულშემატკივრები მას სექტემბერში ნახავდნენ. მონაწილეობა მიიღო მოსკოვის „დინამოს“ წინააღმდეგ მატჩში, რომელიც მოსკოვური გუნდისთვის სამარცხვინო მარცხით დასრულდა. როგორც არ უნდა ეცადა „დინამოს“, გოლის გატანას ვერ ახერხებდა, მათ ახალგაზრდა მეკარეს მხოლოდ პენალტით გაუტანეს და ისიც ბოლო წუთზე. ორდეცმა ამ მატჩის შმდეგ თქვა, რომ ის შეიძლებოდა ევროპის ნებისმიერ გუნდში გაყიდულიყო. ეს არ იყო მისი ბოლო გაბრწყინება. „გრანადასთან“ 7 სეივი შეასრულა, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა კარის მშრალად შესანახად. რუსულმა კლუბებმა მას ყურადღება უნდა მიაქციონ, ახალგაზრდა ტალანტია, თანაც მისი ფასი ჯერჯერობით მხოლოდ 500 000 ევროა“ – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ეროვნული ლიგის 2020 წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

 

წყარო – sovsport.ru

 

“რეალი” ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში დამარცხდა (ვიდეო)