კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რუსული გამოცემა – “საბა კვირკველია გაზაფხულზე გაბრწყინდება”

Image source: championat

 

Championati.com-მა შეადგინა ტოპ-10 ფეხბურთელის სია, რომლებიც რუსეთის პრემიერ-ლიგის 2019/20 სეზონში თავი ვერ გამოიჩინეს და მომდევნო სეზონში გაიბრწყინებენ.

“გასაკვირია, რომ რუსეთის პრემიერ-ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა სეზონი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო.

თვითონ ფეხბურთელმა ამის მიზეზად “მძიმე ტრავმა” დაასახელა. წინა სეზონში შესვენების გარეშე თამასის შედეგად მას ფეხის კუნთების სიეთი ძლიერი ტკივილი ჰქონდა, რომ ვარჯიშიც კი უჭირდა.

დაბრუნებას საბა სექტემბრისკენ აპირებდა და ამ დროს რუსეთის თასშიც ითამაშა. თუმცა შემდეგ ისევ სათადარიგო სკამზე ღრმად მოკალათდა. მეორედ, როცა კვირკველია მოედანზე გამოჩნდა, იყო ნოემბრის თვეში, როდესაც “ტამბოვის” წინააღმდეგ მატჩში შეცვლაზე შევიდა. ამასთანავე, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ “ლოკომოტივის” წლის ბოლო მატჩში კვირკველიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა. ასე, რომ უკვე გაზაფხულსი ქართველ მცველს “ლოკოს” ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებას ველოდებით”, – წერს რუსული გამოცემა.

წყარო – championat.com

ჩაწყობილი საჩოგბურთო მატჩების საქმე. პოლიციის ეჭვმიტანილი სომხური მაფიაა