კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რუსული გამოცემა: “კვირკველიას ნისლიან ალბიონზე გადასვლა ახლა ეს მხოლოდ ოცნებად დარჩა”

კვირკველია შეაქეს

Image source: ბიზნეს ონლაინი

 

რუსულმა გამოცემამ მოსკოვის “ლოკომოტივის” სატრანსფერო გეგმებზე იმსჯელა და საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის მცველის, სოლომონ კვირკველიას შესაძლო ტრანსფერსაც შეეხო.

“ბრაიან იდოვუს შემდეგ გუნდიდან წამსვლელთა შორის მეორე კანდიდატი სოლომონ კვირკველიაა. საჩემპიონო სეზონში ის ყველაზე ნამდვილი კედელი იყო, რომლის გავლა მხოლოდ ევროპული დონის მოთამაშეს ალბათ შეეძლო. გასული წლის დასაწყისიდან საბოლოოდ ჩამოჯდა სათადარიგოთა სკამზე, სადაც თავიდან ტრავმას ირჩენდა, შემდეგ კი გუნდის ლამის რიგით მეოთხე ცენტრალური მცველი გახდა. სამწუხაროა, რომ ქართველმა, რომელმაც სიომინისგან მაღალ დონეზე თამაშის შანსი მეორედ მიიღო, 1 წელიწადზე ნაკლები დროის განმავლობაში პოტენციურ შემძენთა რადარებიდან გაუჩინარდა. 2019 წლის ზამთარში გავრცელდა ჭორი, რომ ნისლიან ალბიონზე “ლესტერ სიტიში“გაემგზავრებოდა, მაგრამ ახლა ეს მხოლოდ ოცნებაა, რომელსაც ახდენა არ უწერია”.

 

წყარო – sport.sm.news

 

 

 

 

“ფონდი არველაძის” საფეხბურთო სკოლებმა ვარჯიში განაახლეს (ფოტო)