კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რუსული გამოცემა: “კვარაცხელია ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია”

კვარაცხელიას შეფასება

Image source: rubin-kazan

 

ყაზანის „რუბინიდან“ ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩიეს. Soccer.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის გუნდებიდან თითო ფეხბურთელი გამოჰყო და მიუხედავად იმისა, რომ სხვა გუნდებიდან ძირითადად ლეგენდები და ვეტერანი მოთამაშეები დაასახელეს, „რუბინიდან“ ეს პატივი ხვიჩა კვარაცხელიას ერგო.

„რუბინში“ არ არის ფეხბურთელი, რომელსაც 50 მატჩი აქვს გუნდში ჩატარებული. ამიტომ, გამოვყავით ფეხბურთელი, ვისზეც ყველაზე ხშირად საუბრობენ. რუსეთის პრემიერლიგაში ხვიჩა კვარაცხელია მთავარი დრიბლიორი და ერთ-ერთი მთავარი ტალანტია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. „რუბინზე“ საუბარი არასდროს არის ახალგაზრდა ქართველის ხსენების გარეშე“ – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 16 მატჩში 2-2 გოლი და საგოლე პასი გააკეთა, ასევე 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

 

წყარო – soccer.ru

 

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი გარდაიცვალა