კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რუსტემ საიმანოვი: “ხვიჩა ბორუსიაში? ტრანსფერზე საუბარიც კი არ ყოფილა”

რუბინის გენერალური დირექტორის კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე

Image source: championat.com

 

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ჭორებზე იმის შესახებ, რომ დორტმუნდის „ბორუსია დორტმუნდმა“ თავის  კლუბს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის მოთხოვნით მიმართა.

“ჩვენ „ბორუსია“ კვარაცხელიას ტრანსფერზე არ დაგვკავშირებია. ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა.

„თუ ხვიჩა რუბინს დატოვებს, მაშინ „ბორუსიას” მსგავს კლუბში გადავა?“ ეს კარგი კლუბია, დიახ“, – თქვა საიმანოვმა რუსულ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში.

აღვნიშნოთ, უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 წლის ქართველი ფეხბურთელი ტრანსფერით “სევილია” და “ბორუსია” დორტმუნდი” არიან დაინსტერესუბლნი. რუსული პრემიერ-ლიგის მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ 13 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

 

 

წყარო – news.sportbox.ru

 

 

 

 

 

სასწრაფოდ: დიდი 10-ის 3 მატჩი გადაიდო