კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რუსთავში ნიჩბოსნობის სკოლის პრეზენტაცია გაიმართა

ღონისძიებას ნინო ლაცაბიძე და შალვა გოგოლაძე დაესწრნენ

Image source: 1tv.ge

 

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, საზოგადოება „რუსთაველების“ ორგანიზებით, ნიჩბოსნობის სკოლის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრნენ.

პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უჭერს მხარს.

ნიჩბოსნობის სკოლის მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა და ის წლის ბოლოს დასრულდება.

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

Transfermarkt-მა წლის ყველაზე ძვირადღირებული კლუბების სია შეადგინა