კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რუსეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ნაკრებს წაადგებოდა

Image source: Футбольный клуб "Тамбов"

 

რუსეთის ჩემპიონატის საფეხბურთო კლუბ “ტამბოვში” იჯარით თამაშობს ქართველი ფეხბურთელი გიორგი მელქაძე.

22 წლის თავდამსხმელის სატრანსფერო უფლებები მოსკოვის “სპარტაკს” ეკუთვნის. ის სწორედ ამ კლუბის აღზრდილია და მთელი კარიერის განმავლობაში რუსეთში თამაშობდა.

მელქაძემ რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში “ტამბოვის” მაისურით 15 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 6 გოლი და 3 საგოლე პასია.

ჩემპიონატის 22-ე ტურში კი, (რომლის შემდეგაც გათამაშება კორონავირუსის გამო შეჩერდა) გიორგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ქართველი რუსეთის დროშის ქვეშ თამაშობს და ამ ქვეყნის ასაკობრივ გუნდებშიც გამოდიოდა, არადა მისი მსგავსი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებსაც წაადგებოდა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდში კიდევ ერთი თავდამსხმელი ზედმეტი არ იქნებოდა, ის კი საკმაოდ მრავალფეროვანი ფეხბურთელია და ამასთანავე ახალგაზრდა.

გიორგი მელქაძის სატრანსფერო ღირებულებას Transfermarkt-ი 1,20 მილიონ ევროდ აფასებს.

წყარო – Футбольный клуб “Тамбов”

 

“რაგბი ევროპამ” რუსეთში “ბორჯღალოსნების” ტრიუმფი გაიხსენა (ვიდეო)