Image source: sport-rb.ru
რუსეთის ჩემპიონი ქართველი მოკრივე, გიორგი კუშიტაშვილი (81კგ) “როსგვარდიის” თანამშრომელს თავს დაესხა. ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით 24 წლის ქართველი და მისი მეგობარი, ოვიკ ოვანისიანი მოსკოვის ცენტრში ერთ-ერთი შენობის სადარბაზოში შევიდნენ. დოკუმენტების შემოწმების მიზნით სპორტსმენებს უკან სამართალდამცველები გაჰყვნენ და ორივე დააკავეს.
დაკავებისას კუშიტაშვილმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთ მათგანს ცხვირი გაუტეხა.
სპორტსმენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული. მას “როსგვარდიის” წარომადგენელზე თავდასხმაში და ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო მომზადებაში, შენახვასა და გადაზიდვაში ადანაშაულებენ.
წყარო – sport-express.ru
ვიდეობი
ფოტოები