კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რუნიმ “დერბი ქაუნთის” შემადგენლობაში დებიუტი საგოლე პასით აღნიშნა (ვიდეო)

Image source: Getty Images

 

 

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ “დერბი ქაუნთის” შემადგენლობაში “ბარნლის” წინააღმდეგ მატჩში თავისი დებიუტი აღნიშნა.

34 წლის ფეხბურთელი მოედანზე კაპიტანის სამკლაურით გავიდა და მატჩში შეუცვლელად ითამაშა. 45-ე წუთზე რუნის საჯარიმოდან გაკეთებული პასის შემდეგ “დერბიმ” ანგარიში გახსნა.

შეგახსენებთ, რომ რუნიმ ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი აგვისტოში გააფორმა. ის გუნდის შემადგენლობაში ითამაშებს და ერთდროულად მწვრთნელის მოვალეობებსაც შეასრულებს.

წყარო – dcfc.co.uk

გიორგი ბეჟანიშვილის “ილინოისმა” “მიჩიგანს” დიდი სხვაობით დაუთმო (ვიდეო)