კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“რუბინმა” ზურიკო დავითაშვილს სამშობლოში საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიულოცა

Image source: gff.ge

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე ყაზანის “რუბინისა” და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ზურიკო დავითაშვილმა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება მიიღო.

ამ ამბავს გამოეხმაურა მისი საფეხბურთო კლუბი, რომელმაც ოფიციალურ გვერდზე ქართველ ლეგიონერს მიულოცა:

ზურიკო დავითაშვილი საქართველოს 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვერსიით. მან GFF Awards ჯილდო მიიღო. 

ვულოცავთ ზურიკოს ნომინაციაში გამარჯვებას! ვუსურვებთ ფეხბურთელს მუდმივ თვითგანვითარებასა და პროფესიულ ზრდას.”, – ნათქვამია “რუბინის” ოფიციალურ გვერდზე.

წყარო – rubin-kazan.ru

aksam.com: ჯანო ანანიძისა და “სპარტაკის” თანხმობა არის. ქართველი ნახევარმცველი თურქეთში გადავა