კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“რუბინმა” ხვიჩა კვარაცხელია “გალათასარაიში” 15 მილიონ ევროდ არ გაუშვა

ხვიჩა კვარაცხელიას თურქეთში თამაში შეეძლო

Image source: Rubin Kazan

 

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველს, ხვიჩა კვარაცხელიას თურქეთში თამაში შეეძლო. მის მიმართ დაინტერესებული იყო სტამბოლის “გალათასარაი”.

“ისინი მზად იყვნენ ხვიჩას სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაეხადათ, მაგრამ “რუბინის” გენერალურმა დირექტორმა, რუსტამ საიმანოვმა მის გაყიდვაზე უარი განაცხადა”, – ყვება წყარო “რუბინიდან”.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია რუსეთში 2019 წლიდან თამაშობს. ის ჯერ მოსკოვის “ლოკომოტივში” იჯარით თამაშობდა, შემდგომ კი ყაზანურ კლუბთან ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა. ახლა კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერით სხვა გუნდებთან ერთად ესპანური “სევილია” და დორტმუნდის “ბორუსია” ინტერესდებიან.

წყარო – championat.com

 

100 დღით ადრე ოლიმპიური და პარალიმპური მედლების დიზაინი წარმოადგინეს