კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“რუბინმა” 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო 9 გოლი გამოარჩია – მათ შორის ხვიჩას 2 შედევრი გოლიც (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი რუბინის 20/21 სეზონის საუკეთესოებს შორის

Image source: fcrk ტვიტერის გვერდი

 

ყაზანის “რუბინის” ოფიციალურ VK-ს ვებ-გვერდზე 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო გოლის ასარჩევად ხმის მიცემა დაიწყო. წარმოდგენილი ცხრა გამორჩეული გოლიდან გულშემატკივრებს შეუძლიათ თავად აირჩიონ საუკეთესო.

საუკეთესოთა შორის მოხვდა ასევე ხვიჩა კვარაცხელიას 2 გატანილი გოლიც – “როტორი” 0:2 “რუბინი” და “რუბინი” 1:0 “ახმატი”.

“რუბინის” 2020/21 სეზონის ტოპ-9 საუკეთესო გოლები აქ შეგიძლიათ ნახოთ:

შეგახსენებთ, რომ “რუბინის” 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა პრემიერ-ლიგის გასულ სეზონში 4 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა.

 

 

 

წყარო – ФК «Рубин» Казань

ხვიჩა კვარაცხელია: “არის მოლაპარაკებები, რასაც ვერ გავასაჯაროებ ჯერჯერობით” (ვიდეო)