კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“რუბინის”გენერალურმა დირექტორმა კვარაცხელიას ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

კვარაცხელია დორტმუნდში?

Image source: rubin-kazan

 

ყაზანის „რუბინის“ გენერალურ დირექტორს რუსტემ საიმანოვს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მოუწია საუბარი. მან რუსულ მედიას უპასუხა იმის თაობაზე, მიმართა თუ არა ლუბს „დორტმუნდმა“ ოფიციალური წინადადებით.

საიმონოვმა განაცხადა, რომ გერმანულ კლუბთან ამის შესახებ საუბარი არ ჰქონიათ:

– ბორუსია დაგიკავშირდათ კვარაცხელიას ტრანსფერზე?

– არა, არავინ მოსულა ჩვენთან, საუბრებიც კი არ ყოფილა.

– თუ ხვიჩა „რუბინს“ დატოვებს, მაშინ „ბორუსიას“ მსგავს გუნდში წავა?

– კარგი კლუბია, დიახ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „დორტმუნდს“ და „სევილიას“ უკავშირებენ.

 

წყარო – Sports.ru

 

ქალთა ფეხბურთი – ლანჩხუთის ისტორიული გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე