კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“რუბინის” ყოფილი თავკაცი: “ხვიჩას მთავაზობდნენ, მისი აგენტი მოვიდა, მაგრამ, მაშინ შემეშინდა”

ყურბან ბერდიევი ხვიჩა კვარაცხელიაზე

Image source: ვლადიმირ ასტაპკოვიჩი / რია ნოვოსტი

 

ყაზანის “რუბინის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ყურბან ბერდიევმა ის ისტორია გაიხსენა, თუ როგორ მას ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი შესთავაზეს და ქართველ ტალანტზე უარის თქმის გამო დიდი შეცდომა დაუშვა.

“კვარაცხელია ძალიან კარგია ისევე, როგორც მაკაროვი. “ლოკომოტივამდე” სწორედ ხვიჩას მთავაზობდნენ, მისი აგენტი მოვიდა, მაგრამ, მაშინ შემეშინდა. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერის თაობაზე, ძალიან ნიჭიერი ბიჭია. რატომღაც შემეშინდა, რომ ორივესთვის ადგილის მოძებნა გამიჭირდებოდა და მათ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწევდათ. ეს ჩემი შეცდომა იყო მწვრთნელის რანგში. მე კვარაცხელიას ადრე ვაკვირდებოდი, რადგანაც ქართულ ფეხბურთს კარგად ვიცნობ”, – განაცხადა ბერდიევმა გენადი ორლოვის გადაცემაში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ-ლიგაში 2019 წლის ზამთარში გადავიდა, თავდაპირველად ხვიჩამ მოსკოვის “ლოკომოტივში” ითამაშა და ჩატარებულ 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა, შემდეგ ქართველი ნახევარმცველი ყაზანის “რუბინში” გადავიდა და კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. ამჟამად, კვარაცხელიას 14 თამაშში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

 

 

წყარო – Геннадий Орлов

 

 

 

 

ლევან მაისაშვილი: “მნიშვნელოვანია ჩვენ რას გავაკეთბთ და როგორ გამოვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს”