კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“რუბინის” მწვრთნელი ზურიკო დავითაშვილის არყოფნაზე: “გუნდი მხოლოდ ძირითადი 11 ფეხბურთელისგან არ შედგება”

Image source: Rubin Kazan

 

ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, რომან შარონოვმა გუნდის “ზენიტთან” მომზადების შესახებ ისაუბრა. გუნდის ქართველი ნახევარმცველი, ზურიკო დავითაშვილი დისკვალიფიკაციის გამო ვერ მიიღებს მონაწილეობას.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ გუნდი ძირითადი შემადგენლობის 11 ფეხბურთელისგან არ შედგება. გუნდი შედგება მი ფეხბურთელებისგან, რომლებიც მზად არიან ყოველ წუთას მოედანზე გამოვიდნენ და ეს დრო მაქსიმალურად ხარისხიანად გამოიყენონ. ზუსტად ესაა გუნდის სახე და ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ უნდა იყოს”.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში ყაზანის “რუბინი” საკუთარ მოედანზე “ზენიტს” უმასპინძლებს. შეხვედრა 23 ნოემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

წყარო – rubin-kazan.ru

ოსაკას გრანდ სლემი. ვის შეხვდებიან ქართველი ძიუდოისტები?