კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“რუბინის” გულშემატკივრებმა კვარაცხელია საუკეთესო სამეულში დაასახელეს

კვარაცხელია მატჩის საუკეთესო სამეულშია

Image source: rubin-kazan.ru

 

“რუბინის” გულშემატკივრებმა “როსტოვი”-“რუბინის” მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა. საუკეთესოდ დარკო იევტიჩი 27% დასახელდა. მეორე ადგილზე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია გავიდა, რომელმაც გულშემატკივართა 27% მიიღო, ხოლო მესამე ადგილი 14%-ით იური დიუპინი დაიკავა.

აღვნიშნოთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 4 გოლი აქვს თავის ანგარიშზე. ხვიჩას გუნდი 25-ე ტურის შემდეგ 43 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილზეა, ხოლო 26-ე ტურში “ურალს” ესტუმრება.

წყარო – rubin-kazan.ru

 

 

 

 

 

მერაბ შარიქაძე, ბექა ბურჯანაძე და დავით უბილავა სოფელ ატოცის სკოლის მოსწავლეებს (ვიდეო)