კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“რუბინი” მზადაა ხვიჩა კვარაცხელიას შეელიოს – ქართველი შემტევით სერია ა-დან ინტერესდებიან

ხვიჩა კვარაცხელიას 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდიან

Image source: rubin-kazan.ru

 

“რუბინი” წინააღმდეგი არ იქნება შეელიოს გუნდის ქართველ ნახევარმცველს ხვიჩი კვარაცხელიას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. გამოცემა Sport Express-ის ინფორმაციით, ყაზანელებს დაგეგმილი აქვთ საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ნახევარმცველის ტრანსფერისგან 15 მილიონი ევრო მიიღო. ამავდროულად, “რუბინი” აპირებს გარიგებაში შეიტანოს აუცილებელი პირობა –  კვარაცხელიას მომავალი ტრანსფერისგან პროცენტის მიღება.

ზამთარში ხვიჩას ტრანსფერთან დაკავშირებით კლუბს ოფიციალური შემოთავაზებები არ მიუღია. ქართველი ფეხბურთელით აქტიურად ინტერესდებიან იტალიის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები და სხვა ევროპული ლიგებიდან. წყაროს ცნობით, წინა წელს “რუბინმა” “კრასნოდარს” უარი უთხრა.

აღვნიშნოთ, რომ რუსეთის პრემიერ-ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 17 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

 

 

წყარო – sport-express.ru

 

 

 

 

 

 

თუ რამდენი ქულით გიორგი ბეჟანიშვილი “ილინოისს” უშუალო კონკურენტის დამარცხებაში დაეხმარა (ვიდეო)