კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“როტორი” ქართველი ფეხბურთელების ნაკრებში გამოძახებას გამოეხმაურა

ქართველი ლეგიონერები ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს

Image source: როტორის vk-ს გვერდი

 

ვოლგოგრადის “როტორის” ქართველი ფეხბურთელები, სოლომონ კვერკველია, ბექა მიქელთაძე და ზურიკო დავითაშვილი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩისთვის საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს. ამის გარდა, უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების მე-5 ტურში საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს სომხეთის წინააღმდეგ ითმაშებს, 18 ნოემბერს კი ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ესტონეთს შორის ჩატარდება.

ამ ამბავს ქართველი ლეგიონერების კლუბი ასე გამოეხმაურა: “კვერკველია, დავითაშვილი და მიქელთაძე საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს. ქართველებს ნოემბერში 3 მატჩის გამართვა ელით”, – ვკითხულობთ ვოლგოგრადული კლუბის VK-ზე.

აღვნიშნოთ, რომ მიქელთაძე ეროვნული ნაკრების განაცხადში დებიუტანტია, კვერკველიასა და დავითაშვილის შემთხვევაში კი მასე არ არის.

 

 

წყარო – СК «Ротор»

 

 

 

 

ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების წლის ბოლო 3 მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა (ფოტო)