კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რონალდუს დედა საავადმყოფოდან გაწერეს. პორტუალიელმა ფოტოსურათი გაავრცელა

 

იუვენტუსის35 წლის თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ინსტაგრამის გვერდზე ექიმებს მადლობა გადაუხადა, მას შემდეგ რაც მისი დედა საავადმყოფოდან გაწერეს.

“უზომოდ მადლობელი ვარ იმისთვის, რომ დედა საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდა და მკურნალობას აგრძელებს. გაუფრთხილდით თქვენს ოჯახსა და ახლობლებს” – დაწერა რონალდუმ დედასა და დებთან ერთად გადაღებული ფოტოსურათის აღწერაში.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს დედა, დოლორეშ ავეირუ მარტის დასაწყისში ინსულტით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების სწრაფი რეაგირების შედეგად შესაძლო მძიმე შედეგებიდი აღმოიფხვრა.

ფეხბურთელი 2018 წლის ზაფხულს მადრიდის “რეალიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა. მიმდინარე სეზონში რონალდუმ ყველა ტურნირში 32 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.

წყარო – Cristiano Ronaldo Instagram

QUIZ. როდის დაასრულა კარიერა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა?