კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა, “იუვენტუსმა” ლიდერობა შეინარჩუნა (ვიდეო)

Image source: juventus.com

 

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში „იუვენტუსი“ სტუმრად „სპალს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოიგო.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, რომელმაც ზედიზედ მე-11 შეხვედრაში გაიტანა და იტალიის ჩემპიონატის რეკორდი გაიმეორა მიჯრით გატანილი გოლებით. 11 მატჩში ზედიზედ აქამდე მხოლოდ გაბრიელ ბატისტუტას და ფაბიო კვალიარელას ჰქონდათ გატანილი.

მეორე ტაიმში „იუვემ“ უპირატესობა აარონ რემზის გოლით გაიმყარა, ხოლო ანდრეა პეტანიამ პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„იუვენტუსმა“ 60 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ისევ პირველ ადგილზეა.

„სპალი“ – „იუვენტუსი“ 1:2

გოლები: 0:1 რონალდუ (39), 0:2 რემზი (60), 1:2 პეტანია (69, პენ)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

საქართველოში სეზონი სუპერთასის მატჩით იხსნება (ვიდეო)