კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რონალდუმ ისევ ძვირადღირებული ავტომობილი და ისევ Bugatti შეიძინა (ფოტო)

რონალდუს ახალი ძვირადღიებული მანქანა

Image source: tuttosport.com

 

იუვენტუსის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ 11 მილიონი ევროს ღირებულების უახლესი Bugatti Centodieci ავტომობილი შეიძინა. ამ ინფორმაციას იტალიური სპორტული გამოცემა Tuttosport ავრცელებს.

Bugatti-ის აღნიშნული მოდელი მხოლოდ 10 ნიმუშით შეიქმნა და 110 წლისთავთან დაკავშირებით საკოლექციო მანქანას გამოუშვებენ. მისი სიმძლავრე 1600 ცხენის ძალაა, ხოლო სიჩქარე – 380 კმ საათში. ეს მოდელი ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია და რონალდუ საჭესთან დიდი ალბათობით 2021 წელს დაჯდება.

 

ბუგატი ჩენტოდიეჩი

ბუგატის ახალი მოდელი

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ რონალდუმ სერია ა-ს მოგების შემდეგ 5.5 მილიონ გირვანქა სტერლინგით (დაახლოებით 6 მილიონი ევრო) იახტა შეისყიდა.

წყარო – tuttosport.com

 

 

 

რონალდუმ ძვირადღირებული იახტაზე ჩემპიონობა იზეიმა (ფოტო)