კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რონალდუმ დუბლი შეასრულა, “იუვენტუსი” ჩემპიონობასთან ახლოსაა (ვიდეო)

იუვენტუსის ფრე ატალანტასთან

Image source: Getty images

 

სერია A-ს 32-ე ტურში „იუვენტუსმა“ ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლა და გამარჯვება ვერ მოახერხა. ტურინელებმა საკმაოდ ცუდი ფეხბურთი აჩვენეს და წაგებას ბოლო წუთზე დააღწიეს თავი.

„ატალანტა“ უკეთ თამაშობდა, რაც მე-16 წუთზე დუვან ძაპატას გოლში აისახა. პირველი ნახევარიც ასე დასრულდა.

შესვენების შემდეგ „იუვენტუსმა“ გაათანაბრა. საჯარიმოში ხელით თამაშის გამო „ატალანტას“ კარისკენ პენალტი დაინიშნა და რონალდუმ გაიტანა. მიუხედავად ამისა, ბერგამოელები ისევ წინ გავიდნენ. მეტოქის კარი უკრაინელმა მალინოვსკიმ აიღო.

90-ე წუთზე „ატალანტა“ კიდევ ერთხელ დაისაჯა პენალტით და ისევ ხელით თამაშის გამო. კრიშტიანუმ ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„იუვენტუსმა“ 76 ქულა დააგროვა და 8 ქულით უსწრებს „ლაციოს“, „ატალანტა“ კი მე-3 ადგილზე და 9-მატჩიანი მოგებების სერია დაასრულა.

„იუვენტუსი“ – „ატალანტა“ 2:2

გოლები: 0:1 ძაპატა (16), 1:1 რონალდუ (55, პენ), 1:2 მალინოვსკი (80), 2:2 რონალდუ (90, პენ)

 

 

წყარო – LegaseriA

 

გიორბელიძე: “ავსტრიაში ტრანსფერი ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია”