კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რონალდუმ დაასახელა, თუ რაზე ოცნებობს, როგორც ფეხბურთელი

თუ რაზე ოცნებობს კრიშტიანუ რონალდუ

Image source: Getty Images

 

იუვენტუსისა” და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ აღიარა, რომ მსოფლიოს ჩემპიონობაზე ოცნებობს.

“ჩვენ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მნიშვნელოვანი ტურნირი მოვიგეთ – ევროპის ჩემპიონატი. გავიმარჯვეთ 2016 წელს, ახლა კი მინდა მსოფლიოს თასი მოვიპოვოთ. დიახ, ეს შესაძლებელია. მაგრამ ამავდროულად რეალისტებიც უნდა ვიყოთ.

უკვე ბევრჯერ მითქვამს, რომ ყოველთვის ვოცნებობდი პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგებას და უკვე მოვიპოვე ორი ტიტული. ამით ბედნიერი ვარ.

გავიმარჯვე ყველა იმ კლუბებში, სადაც ვთამაშობდი, მაგრამ ჩემი ოცნება მსოფლიოს ჩემპიონატია”, – განაცხადა “ოქროს ბურთის” ხუთგზის გამარჯვებულმა.

წყარო – skysports.com

ტოპ-10. იტალიის სერია ა-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები