კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რონალდუმ 2020 წელი გიჟურად დაიწყო – პორტუგალიელმა რამდენიმე რეკორდი დაამყარა!

Image source: Cristiano Ronaldo Twitter

 

კრიშტიანუ რონალდუმ 2020 წელი ომახიანად დაიწყო და „კალიარისთან“ შესრულებული ჰეთ-თრიქით რამდენიმე საინტერესო რეკორდის მფლობელი გახდა.

რონალდუ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო 18 კალენდარული წლის განმავლობაში მოახერხა გოლის გატანა. პორტუგალიელის სერია 2003 წელს დაიწყო და 2020 წელსაც მოახერხა გატანა.

რონალდუ პირველი პორტუგალიელია, რომელმაც იტალიის სერია A-ს ისტორიაში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

2008 წლის იანვრიდან ტოპ ჩემპიონატებში კრიშტიანუს ყველაზე მეტი ჰეთ-თრიქი აქვს გაფორმებული (36).

გარდა ამისა, რონალდუ ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატებში შეძლო ჰეთ-თრიქის შესრულება.

 

 

“სან სირო” ლამის დაინგრა – როგორ შეხვდნენ “მილანის” ქომაგები ზლატანის მოედანზე გამოჩენას (ვიდეო)