კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რონალდუ: “უფრო მოტივირებული ვარ, ვიდრე ოდესმე და ელემენტებიც დამუხტულია”

რონალდუ მოტივირებულია

Image source: Getty images

 

პორტუგალიის ნაკრების და „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამუშაოზე დაბრუნების დრო დადგა და ის მზადაა სეზონის მეორე ნაწილისთვის.

„მოკლე შესვენება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება საუკეთესო მიზეზების გამო. კარგი დრო და შესანიშნავი მოგონებები ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან და დუბაის თბილ გულშემატკივრებთან ერთად. მაგრამ ახლა დროა საქმეს დავუბრუნდეთ. ელემენტები სრულად დამუხტულია, ასე რომ შემიძლია უფრო ძლიერი და მოტივირებული დავბრუნდე, ვიდრე ოდესმე, რათა სეზონის ამბიციური მიზნებისთვის ვიბრძოლო „იუვენტუსში“, არამხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპაშიც“ – დაწერა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს „იუვენტუსი“ უახლოეს მატჩს 3 იანვარს „უდინეზესთან“ ჩაატარებს.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano)

 

წყარო – Instagram

 

“რომას” ფეხბურთელმა ფეხმძიმე შეყვარებული მიატოვა