კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რონალდუ: “წაგების შემდეგ უნდა კრიტიკა მივიღოთ”

კრიშტიანუ რონალდუ, რეალ მადრიდ

“ჟირონასთან” (1:2) წაგებული მატჩის და კატალონიის “ბარსელონასთან” გაზრდილი სხვაობის გამო მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ ძალიან უკმაყოფილოა.

“დაფიქსირდა შედეგი, რომელსაც არავინ ელოდა, თუმცა ცნობილი იყო, რომ “ჟირონა” საშინაო არენაზე ყოველთვის სოლიდურ ფეხბურთს სთავაზობდა ადგილობრივ ქომაგებს. ამ წაგების შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხვალიდან კრიტიკა დაგვატყდება თავს, რაც ნამდვილად დავიმსახურეთ, მაგრამ არც ისეა საქმე, როგორც დახატავენ. ყველაფერი გამოსწორებადია” – განაცხადა რონალდუმ თამაშის შემდეგ.