კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რონალდუ შეცვლის გამო გაბრაზდა და სტადიონი თამაშის დამთავრებამდე დატოვა (ვიდეო)

Image source: Goal.com

 

„იუვენტუსმა“ „მილანი“ სერია A-ს მე-12 ტურში პაულო დიბალას გოლით 1:0 დაამარცხა. მატჩის 55-ე წუთზე მაურიციო სარიმ დიბალა მოედანზე კრიშტიანუ რონალდუს ნაცვლად შეუშვა.

პორტუგალიელმა მოედანი გაბრაზებულმა დატოვა და სათადარიგო სკამზე არ დაჯდა. ის გასახდელში შევიდა და სტადიონი თამაშის დამთავრებამდე დატოვა.

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ სარიმ ზედიზედ მეორედ შეცვალა და 34 წლის ფეხბურთელის გულისწყრომაც ამან გამოიწვია.

 

 

“იუვენტუსმა” მძიმე გამარჯვებით ლიდერობა დაიბრუნა (ვიდეო)