კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რონალდუ: “კარიერას მაშინ დავასრულებ, როდესაც…”

Image source: PSG Talk

 

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერას მაშინ დაასრულებს, როდესაც მისი სხეული მის მოთხოვნებს ვერ გაუძლებს.

„ჩემს ცხოვრებაში არასდროს ჩამიტარებია ცუდი სეზონი, რადგან ყოველთვის მზად ვარ გამოწვევისთვის. ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობ. კარიერას მაშინ დავასრულებ, როდესაც მოედანზე სხეული შესაბამისად არ მიპასუხებს. მაშინ დადგება ამ ნაბიჯის დრო. დიდი ხანი 30-32 წელი ფეხბურთიდან წასვლისთვის იდეალური ასაკი იყო, მაგრამ ახლა ბევრი ფეხბურთელი 40 წლამდე თამაშობს“ – თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ თებერვალში 35 წლის ხდება, ხოლო „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

 

წყარო – Goal.com

 

როინ კვასხვაძე “ტორპედოს” ემოციურად დაემშვიდობა: “მადლობა ამ სიყვარულისთვის და სიამოვნებისთვის”