კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რონალდუ ევროპის ტოპ-5 ლიგებში 2020 წლის საუკეთესო ბომბარდირია

Image source: Getty Images

 

იუვენტუსის” თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ტოპ-5 ლიგებში 2020 წლის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ.

პორტუგალიელმა ფორვარდმა სერია ა-ში 33 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზეა “ბაიერნის” თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც გერმანიის ბუნდესლიგაში 32 ბურთი გაიტანა. “ლაციოს” თავდამსხმელი, ჩირო იმობილე კი იტალიის ჩემპიონატში გატანილი 28 გილით მესამე ადგილს იკავებს.

პენალტიდან გატანილ გოლებს თუ არ ჩავთვლით, ტოპ-5 ჩემპიონატების ლიდერია ლევანდოვსკი (27 გოლი), მეორე ადგილზეა დორტმუნდის “ბორუსიის” ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი (22). რონალდუ ამ რეიტინგში მესამე პოზიციაზეა (20).

 

 

“რომას” გულშემატკივრებმა 2020 წლის საუკეთესო გოლი შეარჩიეს (ვიდეო)