კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რონალდუ, დონარუმა, კვარაცხელია… ევროპაში სატრანსფერო აჟიოტაჟია

Image source: imagephotoagency.it / imago-images.de / Global Look Press, Spada /Lapresse / Lapresse / Global Look Press, რია ნოვოსტი / პაველ ლისიცინი

 

რუსულმა სპორტულმა გამოცემა Sportbox-მა მისი აზრით კონტინენტის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერები შეკრიბა, რომელთა განხორციელებასაც მოახლოებულ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს უნდა ველოდოთ. საინტერესოა ის, რომ ტოპ-6 ტრანსფერებში ყაზანის “რუბინის” ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, რომელსაც იტალიურ “იუვენტუსს” უკავშირებენ.

“ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ ატეხილი ჭორებიდან ბოლო ყველაზე ხმაურიანია. იწერებოდა, რომ ქართველი ნახევარმცველის თავის რიგებში ხილვა ტურინის “იუვენტუსს” სურს. ტურინული გუნდი, როგორც ჩანს ზაფხულში სერიოზული ცვლილებების განხორციელებას აპირებს.

რატომ არ უნდა გახდეს კვარაცხელია ნაწილი? ისეთი შეგრძნებაა, რომ “რუბინის” ლიდერის სათამაშო დონე რუსეთის ჩემპიონატის დიდი ხანია გასცდა. მეორეს მხრივ, ლეონიდ სლუცკი თვლის, რომ პირველ ეტაპზე კარგი იქნება, რომ ხვიჩა “მე-2 რანგის ტოპ-კლუბში” გადავიდეს – მაგალითად “ბორუსია დორტმუნდი” ან “ატალანტა”. მაგრამ, ერთი წუთი: დღევანდელი “იუვენტუსიც” ამ დონის გუნდებში შედის!

საინტერესოა სხვა ტრანსფერებიც: კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი – მანჩესტერ იუნაიტედი), რუსლან მალინოვსკი (ატალანტა – ინტერი), ჟიულ კუნდე (სევილია – რეალ მადრიდი), ჯიანლუიჯი დონარუმა (მილანი – მანჩესტერ იუნაიტედი), მაიკ მენიანი (ლილი – მილანი).

 

 

 

 

 

წყარო – news.sportbox.ru

 

 

 

 

 

 

“ქუთაისი 2010”-მა საქართველოს თასი მეოთხედ მოიგო