კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რონალდ კუმანი: “სუარესს შეეძლო “ბარსელონაში” დარჩენილიყო და დაემტკიცებინა რომ ვცდები, მაგრამ მან წასვლა ამჯობინა”

კუმანმა სუარესის შესახებ ისაუბრა

Image source: Getty Images

 

ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ლუის სუარესის “ბარსელონადან” “ატლეტიკოში” გადასვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

“სუარესს მოედანზე გამოსვლა პირველივე წუთებიდან სულ უფრო უჭირდა და მე მას ამის შესახებ ვუთხარი. მისთვის ძნელი იყო, მაგრამ მასთან არასდროს არანაირი პრობლემა არ მქონია.

ის კარგად ვარჯიშობდა. საბოლოოდ, ლუისმა წასვლა გადაწყვიტა და მე ვუთხარი: “თუ რაიმე მიზეზით დარჩენას გადაწყვეტ შენ ამ კლუბის ნაწილი იქნები და შეგიძლია დამიმტკიცო, რომ ვცდები”. დიახ, მას დარჩენა შეეძლო.

სუარესის მიმართ კარგად ვარ განწყობილი, მაგრამ კლუბს გაახალგაზრდავება სჭირდებოდა. ახლა ეს ნამდვილად შესამჩნევია. თამაშობს ანსუ ფატი. ის 17 წლისაა. ჩვენ გვყავს პედრი – 21 წლის, ტრინკაუ 20 წლის. ჩვენ დავამატეთ სერჟინიო დესტი, რომელიც 19 წლის არის. ესენი მომავლის ფეხბურთელები არიან”. – განაცხადა კუმანმა.

 

წყარო – NOS

საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში ძირითადი შემადგენლობის 5 ფეხბურთელი დააკლდება