კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რომელია უფრო ლამაზი-აჩის გოლი ბრედას მაისურით თუ შოთის გოლი რეინჯერსში? (ვიდეო)

ძმები არველაძეების შეუდარებელი გოლები

Image source: fcupdate.nl/getty images

 

არველაძეების ფონდმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილის ფეხბურთელების არჩილისა და შოთა არველაძეების გატანილი გოლები გაიხსენა. 1997 წლის 21 დეკემბერს, ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრაში არჩილის “ნაკ ბრედამ” სტუმრად “ვოლენდამს“ შეხვდა და 3:0 ანგარიშით გაიმარჯვა. 24 წლის არჩილმა “ბრედას” შემადგენლობაში კი შეხვედრის ანგარიში პირველ წუთზე გახსნა, ხოლო 71‘-ე წუთზე კი მეორე გოლი გაიტანა და დუბლის ავტორი გახდა. 88′-ე წუთზე არველაძის მაგივრად ტვან შიპერსი გამოვიდა მოედანზე.

2003 წლის 27 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდი საპასუხო მატჩში შოთა არველაძის “რეინჯერსმა” სტუმრად “კოპენჰაგენს” შეხვდა და 2:1 ანგარიშით გაიმარჯვა. 30 წლის შოთამ მატჩის 87′-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა და დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა.

“აჩის გოლი ბრედას მაისურით თუ შოთის გოლი რეინჯერსში?”, – ასე დაასათაურა არველაძეების ფონდის ინსტაგრამის გვერდმა გამოქვეყნებული ვიდეო.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Arveladze Foundation (@arveladzefoundation) on

შეგახსენებთ, რომ არჩილი “ბრედაში” 1997-2000 წლებში ასპარეზობდა, რომლის მაისურით ქართველმა ფორვარდმა 89 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა. შოთა “რეინჯერსში” 2001/05 წლებში ასპარეზობდა, რომლის მაისურით 95 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა.

 

 

 

წყარო – arveladzefoundation

 

 

 

 

ეროვნული ლიგა: “თელავს” დღეს კარგი შანსი ექნება “კავკასიონ არენაზე” რევანში აიღოს