კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რომელი ადგილი დაიკავა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე

ილია სულამანიძის ოქრო ხორვატიიდან

Image source: eju.net

 

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრებს ტყიბულელმა ილია სულამანიძემ (-100კგ) ოქროს მედალი მოუტანა ხორვატიის ქალაქ პორეცში დასრულებული ევროპის ჩემპიონატიდან. სულამანიძე უკვე ევროპის ორგზის ჩემპიონია ახალგაზრდებში.

სულამანიძის ოქროს გარდა, ბრინჯაოს მედალსაც ქუთაისელმა მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა (+100კგ) დაეუფლა. საქართველოს ნაკრებს მესამე მედლის მოპოვებაც შეეძლო – დამამშვიდებლის ფინალში თბილისელი მიხეილ ბექაურიც (-90კგ) გავიდა, მაგრამ ბრინჯაოსთვის გამართული ბრძოლა დათმო და მე-5 დაიკავა.

ხორვატიის ქალაქ პორეცში გამოსვლა ძიუდოისთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა (გოგონათა გუნდი COVID-19-ის ვირუსის გამოვლენის გამო არ გამოცხადდა) 3 მედლით დაასრულა: სამივე სინჯის თითო მედალი.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის პირველ დღეს ვერცხლს 66კგ ლუკა კაპანაძე დასჯერდა, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მე-4 ადგილზეა.

 

 

წყარო-eju.net

 

 

 

 

 

”სამტრედიის” მეკარეს ოპერაცია ჩაუტარდა