კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რომელ ფეხბურთელებს მოუწევთ “ბარსელონას” დატოვება კუმანის დანიშვნის შემთხვევაში

რონალდ კუმანი გუნდიდან 6 ფეხბურთელს გაუშვებს

 

ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელი რონალდ კუმანი ახლოს არის კატალონიური “ბარსელონაში” დანიშვნასთან. წყაროს ცნობით 57 წლის სპეციალისტმა უკვე აირჩია ის ფეხბურთელები, რომლებსაც მოუწევთ გუნდის დატოვება, წერს El Periódico.

ჰოლანდიელი მწვრთნელი თვლის, რომ დროა “ბლაუგრანას” რიგები დატოვონ სამუელ უმტიტიმ, ივან რაკიტიჩმა და არტურო ვიდალმა, ასევე ლუის სუარესმა. რაც შეეხება ჟორდი ალბასა და სერხიო ბუსკეტს, რეალური შემოთავაზების მიღების შემთხვევაში კუმანი მზად არის ისინი გაუშვას.

 

 

 

წყარო – El Periódico