კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რომელ კლუბში ოცნებობს თამაშს გიორგი ხარაიშვილი? ქართველმა ნახევარმცველმა კომენტარი გააკეთა

Image source: gff.ge

 

გიოტებორგისა” და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ხარაიშვილი თბილისის “საბურთალოსთან” ერთად ივივარჯიშებს.

ამის შესახებ ფეხბურთელმა პირველ არხთან საუბარში განაცხადა.

23 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ასევე დაასახელა გუნდი, რომელშიც მომავალში თამაშს ოცნებობს.

“ბავშვობიდან ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე ვოცნებობ. როგორ წარიმართება ჩემი კარიერა, ეს არ ვიცი, მაგრამ ფეხბურთელი ვარ და უკეთეს ჩემპიონატში გადასვლა მინდა. რაც შეეხება საოცნებო კლუბს, მიუნხენის “ბაიერნში” თამაში ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა”,

შვედეთში, რომ ჩავედი მწვრთნელმა პოზიცია შემიცვალა და ნახევარმცველი თავდამსხმელად დამაყენა. ეს თავიდან უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ ახლა ძალიან მომწონს და თავს კომფორტულად ვგრძნობ”- განაცხადა ხარაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხარაიშვილმა 2018/19 სეზონში “გიოტებორგში28 შეხვედრა ჩაატარა სადაც 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ დროის მანძილზე ქართველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში 4-ჯერ მოხვდა, გათამაშების დასრულების შემდეგ კი სტატისტიკური მონაცემებით SofaScore-მა ის მთლიანი სეზონის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

 

წყარო -1tv.ge

გიორგი ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა (ფოტო)