კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“რომაში” კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ფონსეკას ტესტის ჩააბარება მოუწია

Image source: Getty Images

 

იტალიურ “რომაში” კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჯერად კლუბის დირექტორი, ტიაგუ პინტუ დაინფიცირდა. წინა დღეს “რომას” მთავარმა მწვრთნელმა, პაულუ ფონსეკამ ტრადიციულ წინასამატჩო პრესკომფერენცის ესწრებოდა, თუმცა ავტობუსში, რომელიც მოგვიანებით აეროპორტში გაემგზავრა, არ ყოფილა.

La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ ფონსეკასაც დაუდასტურდა ვირუსი, თუმცა შემდგომ იტალიურმა მედიამ დააზუსტა, რომ მწვრთნელი ტიაგო პინტას შეხვდა, შემდგომ ტესტი ჩააბარა, რომლის პასუხიც უარყოფითი აღმოჩნდა. ამგვარად, პორტუგალიელი სპეციალისტი თავისუფლად შეძლებს “კროტონეს” წინააღმდეგ მატჩზე დასწრებას.

წყარო – Roma Press

“რეალის” მთავარი სატრანსფერო სამიზნე 2021 წელს