კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“რომას” ფეხბურთელენმა და სამწვრთნელო შტაბმა ხელფასებზე უარი თქვეს

Image source: AS Roma

 

იალიურმა საფეხბურთო კლუბმა “რომამ” გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმადაც კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ფინანსურ მძიმე პერიოდში გუნდის წევრებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

“საფეხბურთო კლუბის პირველი გუნდის მოთამაშეები, ასევე როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი, პაულუ ფონსეკა სამწვრთნელო შტაბთან ერთად ნებაყოფლობით უარს ამბობნ 4 თვის ხელფასზე, რათა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ გუნდს დაეხმარონ.” – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია ა კორონავირუსის პანდემიის გამო ოფიციალურად 11 მარტიდან შეჩერებულია.

ბოლო ინფორმაციის თანახმად იტალიაში COVID-19 ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 175.000-ს გადააჭარბა.

წყარო – asroma.com

ვინ არიან ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე ყველაზე ხშირად არღვევენ თამაშის წესებს