კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რომან დოლიძის ნოკაუტი MmaJunkie-ის ივლისის თვის საუკეთესოებში დაასახელეს (ვიდეო)

რომან დოლიძის დებიუტი UFC-ში

Image source: Getty Images

 

ცნობილმა ვებ-გვერდმა, MmaJunkie-მ ივლისის თვის 5 საუკეთესო ნოკაუტი გამოავლინა. ნომინანტთა შორის რომან დოლიძის მიერ ხადის იბრაგიმოვის წინააღმდეგ შესრულებული ნოკაუტი გახლდათ.

„იბრაგიმოვმა პირველ რაუნდში სცადა დოლიძის ფეხით დარტყმა აერიდებინა, მაგრამ რომანს სულ სხვა გეგმები ჰქონდა. მან ფეხის ნაცვლად მუხლით გააკეთა დარტყმა. იბრაგიმოვმს მუხლით დარტყმა სახეში მოხვდა და ბრძოლა ამ მომენტში დასრულდა“, – წერს MmaJunkie.

შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს, 32 წლის ქართველმა MMA მებრძოლმა დაღესტნელი მეტოქე ხადის იბრაგიმოვი პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

 

წყარო – mmajunkie

 

 

 

 

ჰანდანოვიჩს, შესნისა და ლორისს ლორიაც შეუერთდა – ისინი ყველა Reusch-ის ხელთათმანებს მოირგებენ