კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“რომამ” “ბენევენტო” გაანადგურა (ვიდეო)

რომას მორიგი გამარჯვება

Image source: As Roma

 

იტალიის სერია A-ს მე-4 ტურში „რომამ“ „ბენევენტოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. რომაული კლუბისთვის  თამაში ცუდად დაიწყო, მაგრამ შემდეგ დიდი უპირატესობა მოიპოვა და ადვილად იმარჯვა.

ანგარიში ფილიპო ინძაგის გუნდმა მე-4 წუთზე, თუმცა პირველი ტაიმი „რომამ“ პედროსა და ედინ ჯეკოს გოლებით მოიგო. მეორე ნახევარის დასაწყისში ჯანლუკა ლაპადულამ გაათანაბრა, რომელმაც თავისივე გაფუჭებული პენალტს ზუსტად დაამატა. მატჩის ბოლო ნახევარი საათი „რომას“ დიდი უპირატესობით წარიმართა და კიდევ 3 გოლი გაიტანა.

დუბლი შეასრულა ედინ ჯეკომ, ხოლო ჰენრიხ მხითარიანმა ორი საგოლე პასი მიითვალა. „რომამ“ 7 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა, ხოლო „ბენევენტოს“ 6 ქულა აქვს.

„რომა“ – „ბენევენტო“ 5:2

გოლები: 0:1 კაპრარი (5), 1:1 პედრო (31), 2:1 ჯეკო (35), 2:2 ლაპადულა (55), 3:2 ვერეტუ (69), 4:2 ჯეკო (77), 5:2 პერესი (89)

 

 

წყარო – Lega Serie A

 

იბრაჰიმოვიჩი: “მილანს მეფე არასდროს ჰყოლია, მაგრამ ღმერთი კი”