კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“რომა” – “გენტი”. მატჩის წინ გავიხსენოთ საინტერესო ფაქტები ქართულ-სომხური საფეხბურთო დაპირისპირებებიდან

Image source: Getty Images

 

 

ევროპა ლიგის 1/16-ფინალის წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას “გენტი” ჰენრიხ მხითარიანის “რომას” წინააღმდეგ ითამაშებს.

საკლუბო მაღალ დონეზე მეზობელი ქართველი და სომეხი ფეხბურთელების დაპირისპირება ძალიან იშვიათად გვხვდება ხოლმე. ასეთი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც წამყვანი სომეხი და ქართველი ფეხბურთელები გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშობდნენ.

ჰენრიხ მხითარიანი დორტმუნდის “ბორუსიის” ფეხბურთელი გახდა 2013 წლის ზაფხულს. იმ დროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახლანდელი პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გერმანული “ჰერტას” ღირსებას იცავდა. 2013/14 წლების სეზონში მხითარიანმა და კობიაშვილმა ერთმანეთის წინააღმდეგ ორი მატჩი ჩაატარეს. პირველი იყო გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურის შეხვედრა “დორტმუნდსა” და “ჰერტას” შორის, რომელიც კობიაშვილის გუნდმა სტუმრად 1:2 მოიგო. მეორე შეხვედრა კი 34-ე ტურში ჩატარდა, სადაც დორტმუნდელებმა რევანში აიღეს და “ჰერტა” სტუმრად 0:4 გაანადგურეს. ამ მატჩში გოლის ავტორი გახდა სომეხი ნახევარმცველიც.

მხითარიანის წინააღმდეგ უთამაშია ასევე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს თორნიკე ოქრიაშვილს. 2010/11 წლების სეზონში ქართველი და სომეხი შემტევები უკრაინის ჩემპიონატში თამაშობდნენ. იმ დროს მხითარიანი დავით ხოჭოლავას ახლანდელ კლუბში, დონეცკის “შახტარში” ირიცხებოდა, ოქრიაშვილი კი “მარიუპოლის” ფეხბურთელი იყო.

ერთმანეთის წინააღმდეგ ფეხბურთელემბა ითამაშეს უკრაინის პრემიერ-ლიგის 23-ე ტურში, როდესაც “შაკტარმა” სტუმრად 1-3 დაამარცხა “მარიუპოლი“. თორნიკე სათადარიგო იყო და მოედანზე მეორე ნახევარში გამოვიდა. მიხთარიანმა კი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და უცვლელად ითამაშა. კიდევ ერთხელ ოქრიაშვილმა და მხითარიანმა უკრაინის ჩემპიონატის 2012/13 წლების სეზონში შეხვდნენ, როდესაც 27-ე ტურში “მარიუპოლისა” და “შახტარის” მატჩი ფრედ –1:1 დასრულდა. ამჯერად ქართველი ლეგიონერი იყო ძირითად შემადგენლობაში, სომეხი კი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, თუმცა არც ერთსა და არც მეორეს შედეგიანი ქმედებებით არ გმაოუჩენია თავი.

ასე და ამგვარად, ევროპა ლიგის 1/16-ე ეტაპის მატჩი საინტერესო იქნება არა მხოლოდ იმით, რომ “გენტისერია ა-ს ერთ-ერთ წამყვან გუნდს შეხვდება, არამეტ იმით, რომ ჰენრიხ მხითარიანირომას” ფეხბურთელის რანგში დაუპირისპირდება საქართველოს ნაკრების წევრებს, გიორგი ჩაკვეტაძესა და გიორგი ქვილითაიას.

 

ყაზახეთის ჩემპიონმა ვლადიმირ ვაისს მთავარი მწვრთნელობის შეთავაზება გაუკეთა